სკოლა

კულინარიუმი - ყველაფერი ერთ ჭერქვეშ

კულინარიუმი პირველი ქართული სამზარეულო სკოლაა რომელიც მხოლოდ კულინარიის მოყვარულებისთვის შეიქმნა და ამრიგად ყველასთვის ხელმისაწვდომია. ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენი სკოლა-სახელოსნოს გახსნა სოლოლაკის შუაგულში - ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ ულამაზეს უბანში.  ამზადებს ყველა!  დაწყება არასდროს არ არის გვიან და ჩვენთან გაწევრიანება არ ითვალისწინებს  წინასწარი  სამზარეულო გამოცდილების ან ცოდნის ფლობას. კულინარიუმში ცოდნის მიღება ორგანიზებულია ზოგადი (აზიური ან ევროპული) რეგიონალური (იტალიური ან ჩინური) და სეზონური (სააღდგომო ან საახალწლო) თემების მიხედვით. მარტივად აირჩიეთ თქვენთვის სასურველი თემა დაჯავშნეთ კლასი და შემოგვიერთდით.
 
კულინარიუმის თანამედროვე სამზარეულო აღჭურვილია 5 ცხელი წერტილით; პროფესიონალი მზარეულების მიერ შერჩეული მაღალი ხარისხის სამზარეულო იარაღ-დანადგარებით,  მოსახერხებელი სამზარეულოთი და სასიამოვნო რესტორაციული სივცით.
 
ბუტიკში შემოგთავაზებთ კულინარიულ ლიტერატურას, იშვიათ ინგრედიენტებს,  დელიკატესებსა და სუვენირებს. 
დღის და საღამოს კლასები. კულინარია და ენოლოგია. ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრები. ეს ყველაფერი სასიამოვნო თანამედროვე სამზარეულო სივრცეში და რაც მთავარია თბილსა და მეგობრულ ატმოსფეროში.

 

"ჩვენი  კარი ღიაა ყველასთვის ვინც  გემოვნებას აფასებს, უყვარს  ახალი კერძების აღმოჩენა  და დაგემოვნება, აინტერესებს კულინარია.
შემოგვიერთდით ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ საუკეთესო უბანში - სოლოლაკში, მეგობრულ და თბილ ატმოსფეროში ეზიარეთ თქვენთვის სასურველ გემოვნებას  თანამედროვე სივრცეში, რომელიც აღჭურვილია საუკეთესო ხარისხის, თუმცა  ადვილად გამოყენებადი დანადგარებითა და მაქსიმალური კომფორტით.  იმედი მაქვს, კულინარიუმში ყველა იპოვნის საკუთარ 
კულინარიას."
 
თეკუნა გაჩეჩილაძე

 

 

 

 

 

 

 

ჩვენი ინსტრუქტორები

თეკუნა გაჩეჩილაძე -  დამფუძნებელი შეფ-მზარეული

ამერიკის კულინარიულ ინსტიტუტში სწავლის შემდეგ თეკუნა გაჩეჩილაძე საქართველოში 2005 წელს დაბრუნდა და როგორც შეფ-მზარეულმა გახსნა თბილისის საუკთესო რესტორნები: ლ'ექპრესი, ბელ დე ჟური, ვონგი, ლოფტი, მანდარი. თეკუნა არის ახალქართული სამზარეულოს - სუფრა ნოვას შემქმენლი და პრაქტიკოსი.  მრავალმხრივ საკონსკულტაციო მოღვაწეობას სარესტორნო საქმეში, როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ. თეკუნა ხშირად თანამშრომლობს ისეთ ცნობილ მზარეულებთან როგორიც არის  ალან პასარი.

გიორგი ჭინჭარაშვილი - იაპონური სამზარეულოს ინსტრუქტორი

გიორგი ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ქართველი იტამე, იგივე სუშის შეფია.  2003 წელს მუშაობა დაიწყო რესტორან ტოკიოში. 2003 წლიდან თითქმის ათი წლის  განმავლობაში გიორგი რესტორან საკურას შეფ-მზარეული იყო, 2012 წლიდან -  რესტორან კიოტოს შეფ-მზარეული  და მეპატრონეა. 

მამია ჯოჯუა - იტალიური სამზარეულოს ინსტრუქტორი

მამიამ სამზარეულო ფორმირება გაიარა გერმანიაში, ჰაიდელბერგში, სადაც 2006 -10 წლებში მუშაობდა სხვადასხვა იტალიურ რესტორნებში (ჩეზარინო, სალერნო ელ კალაბრეზე) მზარეულად. 2011 – 12 წლებში იყო რესტორან ლოფთის პიცა-ბეკერი. ამჟამად მამია რესტორან 11/11-ის შეფ-მზარეულია.