სასაჩუქრე ვაუჩერი

ვაუჩერის შეძენისას თქვენ/თქვენი ბენეფიციარი მიიღებთ ელ.ფოსტას ვაუჩერის უნიკალური კოდით.
ბენეფიციარი ირჩევს კლასებს/ კურსს, გვიკავშირდება და მისთვის სასურველ დროს მოხდება არჩეულ კლასებში ჩაწერა. ვაუჩერის განაღდება ასევე შესაძლებელია კულინარიუმ ბუტიკში იშვიათი ინგრედიენტების და დელიკატესების შეძენისას. 
 
 
 
 
გნებავთ  უჩვეულო და განსაკუთრებული საჩუქარი გაუკეთოთ მეგობარს ან  რჩეულს?  შეიძინეთ კულინარიუმის სასაჩუქრე ვაუჩერი და  სურვილის მიხედვით გადაეცით ახლობლებს.
 
 
გადაეცით თქვენს ახლობელს სამიქიმიანი ვაუჩერი. ვაუჩერს გადასცემთ სურვილისამებრ - ნებისმიერ ადამიანს. ვაუჩერის მფლობელი აირჩევს მისთვის სასურველ 3 კლასს (ერთი კლასი ითვალისწინებს მინიმუმ სამი კერძის მომზადებას: მადისაღმძვრელი ან სუპი, ძირითადი კერძი და გარნირი ან დესერტი).
 
ტარიფი - 290 ლარი
 
ამ ვაუჩერის მფლობელს საშუალებას ექნება  დაწყებითი მზარეულის სრული კურსი გაიაროს. იდეალური საქორწილო საჩუქარი და არა მხოლოდ. ექვსი გაკვეთილის გავლის შემდეგ ვაუჩერის მფლობელი შეძლებს ნებისმიერი ტიპის სადილის მომზადებას ოჯახში.
 
ტარიფი - 560 ლარი
 
იდეალური საქორწილო საჩუქარი და არა მხოლოდ: ვაუჩერის ბენეფიციარი შეძლებს აირჩიოს 9 კლასი ან ამდენივე კლასისგან შემდგარი დაწყებითი კურსი კულინარიაში, გაეცნოს სხვადასახვა სამზარეულო ინგრედიენტებს, მომზადების ტექნიკას, ისწავლოს მრავალი პოპულარული და ასევე უჩვეულო  კერძის მომზადება.
 
ტარიფი - 880 ლარი