ფრანგული ვახშამი 19 მარტს კულინარიუმში

2015 წლის 19 მარტს, 1300-ზე მეტი ვახშამი გაიმართება ხუთივე კონტინენტზე ღონისძიების «Goût de France / Good France» ფარგლებში.საქართველოში შერჩეული სამი რესტორნიდან ერთ-ერთი კულინარიუმიაეს ღონისძიება მიზნად ისახავს 5-ვე კონტინენზე 1300-ზე მეტი შეფმზარეულის შეკრებას რომლებიც აითვისებენ ფრანგული სამზარეულო ხელოვნების ღირებულებებს, რათა წარმოაჩინონ თავისი შესაძლებლობები 1500 მენიუს შედგენისას რითაც პატივს მიაგებენ ცინცხალ, ღია და ინოვაციურ ფრანგულ სამზარეულოს და ამავდროულად დარჩებიან ერთგულნი ისეთი ღირებულებებისა როგორიცაა გაზიარება, კეთილგანწყობა, სიამოვნება, ასევე გემოვნების, პლანეტისა და მისი რესურსების პატივისცემა.ეს ღონისძიება აიერთიანებს 1300-ზე მეტ რესტორანს მთელ მსოფლიოში, რათა ყველას გაუზიარონ ვახშამი ფრანგული მენიუს მიხედვით, რომელშიც შევა აპერიტივი, ფრანული ტრადიციისამებრ, ცივი საუზმე, ცხელი საუზმე, თევზი ან კიბოსნაირები, საქონლის ან ფრინველის ხორცი, ფრანგული ყველი, შოკოლადის დესერტი, ფრანგული ღვინოები და ალკოჰოლური სასმელები.ღონისძიების მიზანია წარმოაჩინოს ფრანგული სამზარეულოს სიმდიდრე და რესტორნებს საშუალება მისცეს დაეყრდნონ საკუთარ კულინარულ ტრადიციას და კულტურას ამ გამორჩეული მენიუს შეედგენისას. 

ხუთშაბათი, March 19, 2015