კულინარიუმის შეფი და მზარეულთა გუნდი ფესტივალ SANI GOURMET-ზე

კულინარიუმის შეფი თეკუნა გაჩეჩილაძე და ჩვენი მზარეულების გუნდი წარმოადგენენ ქართულ სამზარეულოს ფესტივალ SANI GOURMET -ზე , საბერძნეთში. " სანი გურმე" არის კულინარიული ხელოვნების ყოველწლიური დღესასწაული, რომელიც სანის კურორტზე ერთად კრებს შეფებს, გემოებსა და სხვადასხვა კულტურებს. არსებობის მეათე წელს "სანი გურმე" გახდა უფრო მეტი, ვიდრე ყოველწლიური კულინარიული ღონისძიება. მართლაც, ფესტივალი გადაიქცა ინსტიტუციად, რომელიც აყალიბებს განსხვავებული თემატურ ჯგუფებისა და კერძების მოზაიკას. ხდება კულტურული შერწყმა, ხელშეწყობა საუბრებისა და აზრთა გაცვლის, კაცობრიობის ცივილიზაციის ერთ- ერთ მნიშვნელოვან ასპექტზე- კულინარიაზე.

პარასკევი, მაისი 15, 2015