ქველმოქმედება

ჩვენი ჯგუფის ინიციატივითა და ფონდი ერთიანობის თანადგომით შეიქმნა პროექტი, რომელიც სოციალურად დაუცველ ოჯახებს ცხელი კერძებით უზრუნველყოფს

ერთიანობა არის ფონდი, რომლის მიზანია დაეხმაროს საქართველოში არსებულ მოწყვლად ჯგუფებს. ის აერთიანებს მოხალისეებს, რომლებიც საკვებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფენ: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მზრუნველობამოკლებულ პენსიონერებს, მარტოხელა დედებს.  

„მე შეფმზარეული ვარ და ჩემი კერძებით მსურს სიხარულისა და მზრუნველობის გაზიარება. ჩვენ უკვე შევარჩიეთ ოჯახები, რომელთაც ყოველ მეორე დღეს ცხელ კერძებს ვუმზადებთ,  თქვენი დახმარებით კი მათი რიცხვი ყოველდღიურად შეგვიძლია გავზარდოთ “ – თეკუნა გაჩეჩილაძე
  • ღილაკით შეუკვეთე სასურველ კერძს შეიძენთ, რომელსაც შინ მოგიტანთ. ამასთან, გადახდილი თანხის 10% სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ცხელი კერძების მომზადებასა და შინ მიწოდებას მოხმარდება.
  • ღილაკი აჩუქე კი საშუალებას გაძლევთ კერძი სოციალურად დაუცველ ოჯახს აჩუქოთ! ნაჩუქარ კერძში გადახდილ თანხას რაც შეიძლება მეტი ცხელი კერძის მომზადებას მოვახმართ და ყოველდღიურად გავზარდით იმ ოჯახების რიცხვს, რომელთაც ერთად დავეხმარებით.
შეკვეთის განხორციელება შეგიძლიათ 13:00-დან 23:00 საათამდე

ღილაკი აჩუქე საშუალებას გაძლევთ კერძი სოციალურად დაუცველ ოჯახს აჩუქოთ!
მეტი ინფორმაცია იხილეთ გვერდზე ქველმოქმედება.